ახალი ამბები

ღარიბაშვილი: უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი დასწრება საჭირო არ იყო

3 აგვისტო, 2014 • • 1179
ღარიბაშვილი: უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი დასწრება საჭირო არ იყო

“ჩემი დავალებით მინისტრები გავაგზავნე უშიშროების საბჭოზე და მინისტრებმა პრეზიდენტის ინფორმირება მოახდინეს. რომ ყველანი მომზადებულები წავიდნენ უელსისი სამიტზე და ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ასე, რომ ამაზე, გთხოვთ, რომ დამატებით აჟიოტაჟს ნუ ატეხთ. არაფერი არ ხდება რეალურად, ჩემი იქ დასწრების საჭიროება არ იყო”.– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

“მე გამიხარდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი დასწრებოდა ამ სხდომას,”- ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის უშიშროების სხდომაზე არ მისვლას.  საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა კი განაცხადა, რომ პრემიერმა პირადად მას დაუდასტურა, რომ სხდომას დაესწრებოდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნატოს მოახლოებულ სამიტში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. 

 

პრემიერ–მინისტრმა დღეს ასევევ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც  მთავრობის მიერ უშიშროების საბჭოს მიმართ იგეგმება:

 

“მინდა განვმარტო, არასწორი სპეკულაციები წავიდა, სხვათაშორის, მედიის საშუალებით, თითქოს ფორმატის შეცვლაზე იყო საუბარი, არცერთ შემთხვევაში, არავითარი ფორმატი არ იცვლება. ჩვენ ვართ მაქსიმალურად მკაცრად ვიცავთ ჩვენი კონსტიტუციის ყველა მუხლს და ყველა დეტალს ვაკვირდებით, მე პირადად და მთავრობა, პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და პრაქტიკულად დავასრულეთ უკვე უშიშროების საბჭოს ახალ კანონზე მუშაობა, ვინაიდან კონსტიტუცია შეიცვალა და საჭირო იყო ახალი კანონის შესაბამისობაში მოყვანა ახალ კონსტიყუციასთან, ახალი კანონი სექტემბერში იქნება მიღებული”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი