დღეს, 12 თებერვალს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენების რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტი და 2 წარმოშობით ქართველი სპორტსმენია.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, პირველ ადგილზე ვარლამ ლიპარტელიანია 7908 ქულით, ხოლო მეორე ადგილს გურამ თუშიშვილი იკავებს 7752 ქულით.
მსოფლიო რეიტინგში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი 7162 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე- 6106 ქულით მეხუთეზე.
ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრების წევრი, ვაჟა მარგველაშვილი 6046 ქულით მეექვსე ადგილზეა, ამირან პაპინაშვილი- 5848 ქულით მეცხრეზე, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი- 5791 ქულით მეათაზე.