მარგველაშვილი: ღარიბაშვილის დასწრება უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა

გიორგი მარგველაშვილი ირაკლი რარბაშვილის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არდასწრებას გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველი არხის გადაცემაში “პირველი სტუდია”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთ პოზიციაზე შეჯერდებოდნენ: 

 

“მე გამიხარდებოდა, გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ერთობლივი თათბირი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთიან პოზიციაზე შეჯერდებოდნენ. ეს გამიხარდებოდა იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის.

 

პრეზიდენტმა მადლობა აგადაუხადა მინისტრებს, რომლებიც უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრნენ:

“რაც შეეხება მინისტრების დასწრებას, კონსტიტუცია არის რის გამოც ისინი იქ ესწრებიან და ძალიან გამეხარდა ყველა მინისტრის დასწრება. მადლობელი ვარ მათი შენატანისთვის, რაც გააკეთეს დღეს. უშიშროების საჭოს მუშაობის ფორმატში.”

 

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი არ დაესწრნენ. საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი მას დაპირდა, რომ სხდომას დაესწრებოდა. 

 

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნატოს მოახლოებულ სამიტში საქართველოს მონაწილეობის საკითხს განიხილეს, რომელიც დიდ ბრიტანეთ, კარდიფში უნდა ჩატარდეს.

 

ხდომას დაესწრნენ: პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, ნატოში საქართველოს ელჩი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი