ახალი ამბები

მაქსიმალური თანამდებობა, რაც ნაცმოძრაობის დროს მეკავა, განყოფილების უფროსია — ზარდიაშვილი

11 თებერვალი, 2019 •
მაქსიმალური თანამდებობა, რაც ნაცმოძრაობის დროს მეკავა, განყოფილების უფროსია — ზარდიაშვილი

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ამ პარტიის წევრი არ ყოფილა და “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, ვისაც ამ პერიოდში მასზე მაღალი თანამდებობები ეკავათ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა იგი “პორტირებული ნაციონალური მოძრაობიდან”, ზარდიაშვილმა 11 თებერვალს ასეთი პასუხი გასცა:

“არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მაქსიმალური თანამდებობა, რაც მეკავა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ეს იყო განყოფილების უფროსი. მათ შორის, ჩვენს გუნდში თქვენ ნახავთ უფრო … დიდი თანამდებობის პირებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდნენ. შესაბამისად, რაიმე ფორმით დაკავშირება უკვე 7 წლის წინანდელ ისტორიასთან, ესეც მგონია, რომ პოლიტიკური სპეკულაციაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი