ახალი ამბები

პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

1 აგვისტო, 2014 • • 1142
პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ასეთი ლეგიტიმური მიზნებია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობის და დანაშაულის თავიდან აცილება და ა.შ. გარდა ამისა, აქამდე არ იყო განსაზღვრული დანაშაულთა კატეგორიები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ფარული ღონისძიებების განხორციელება, ახლა კი ეს განისაზღვრა.”

 

ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება ის წრე, ვის მიმართაც შესაძლებელია ფარული მოსმენა განხორციელდეს.კერძოდ, ეს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირია, ან პირი, რომელსაც პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს კომუნიკაციის განსახორციელებლად.  გარდა ამისა, დაცული უნდა იქნას შეტყობინების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდება, ამის შესახებ უნდა ეცნობოს და  გასაჩივრების უფლებაც განემარტოს მას.

 

რაც შეეxება პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის, ე.წ. გასაღების თემას, ანუ იმას ექნება თუ არა საგამოძიებო ორგანოებს მოქალაქეების მოსმენის საშუალება ისე, რომ პროვაიდერი კომპანიები საქმის კურსში არ ჩააყენოს, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პარლამენტის, არასამთავრობოებისა და მთავრობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.  ამ ჯგუფმა პირველ ნოემბრამდე უნდა მოამზადოს კანონპროექტი:

 

,,დარჩა საკითხი, რომელიც პირველ ნოემბრამდე უნდა გადაწყდეს. ეს არის ის, თუ როგორი წესით განხორციელდება ინტერნეტ პროვაიდერებისგან და ჯიესემ ოპერატორებისაგან მონაცემების ჩაწერა და ვინ განახორციელებს სასამართლო ბრძანებას ფარული მოსმენის თაობაზე. დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პირველ ნოემბრამდე უნდა მოამზადოს ეს საკითხები, რათა კანონით განისაზღვროს ის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი