ახალი ამბები

მხედველობის დაქვეითება და სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს!

1 აგვისტო, 2014 • 17549
მხედველობის დაქვეითება და  სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს!

რა იწვევს მხედველობის დაქვეითებას, როგორ უნდა დავიცვათ თავი და  რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ კლინიკა „მედსი“-ს ოფთალმოლოგს, ქალბატონ  ლეილა მამულაშვილს:


-ქალბატონო ლეილა, თვალის დაავადებებიდან რომლებია ყველაზე მეტად გავრცელებულიდა რა განაპირობებს თითოეულ მათგანს?


-ახლო და შორს მხედველობა, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მემკვიდრეობით, ან წიგნების თვალთან ახლოს კითხვით, ტელევიზორის, მონიტორის ახლო მანძილიდან ყურება და ა.შ. ფართოდაა  გავრცელებულია „ასაკიანი თვალის“ სინდრომი, რომელიც უფრო 40 წლის ზემოთ ასაკში  მყოფ პაციენტებს ახასიათებთ, ასევე ასტიგმატიზმი, ამ დროს თვალებს ნებისმიერ მანძილზე უჭირს ფოკუსირება, სინათლის სხივები, ნაცვლად იმისა, რომ ერთ წერტილში მოხვდეს, ბადურის სხვადასხვა წერტილებში იფანტება, რაც ართულებს მხედველობას. 60 წლის ზემოთ პაცინეტებს აწუხებთ დალაქავებული მხედველობა, დიაბეტის პრობლემებთან ერთად თავს იჩენს ე.წ. დიაბეტური მხედველობის დაქვეითება, ამიტომაა, რომ დიაბეტიან პაციენტებს სჭირდებათ ყოველწლიური თვალის გამოკვლევები. კატარაქტა, ანუ თვალის ბროლის „დაღრუბვლა“  უფრო მეტად ასაკიან პაციენტებში გვხვდება, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორით, ასაკით, დიაბეტით, სისტემატური ნიკოტინდამოკიდებულებით, ულტრაიისფერი სხივების სიჭარბეც კი რისკია ამ დაავადებისათვის. ასევე ძალიან აქტუალურია მშრალი თვალის სინდრომი. ცრემლის ნაკლებობის შემთხვევაში, თავს იჩენს ტკივილი, სიმშრალე და ჩნდება სხვადასხვა პრობლემა. ყველაზე გავრცელებული კი კომპიუტერთან ინტენსიური ურთიერთობით გამოწვეული სინდრომია.  

 

-ეს პრობლემა თითქმის ყველა მესამე ადამიანს აწუხებს, თუმცა ბევრისთვის მაინც ბოლომდე დამაჯერებლი არაა მონიტორთან ახლოს ურთიერთობის რისკები და საფრთხეები.


-საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე  კომპიუტერი მთელს მსოფლიოში  ყველაზე ფართო მოხმარების საგანი გახდა, სხვადასხვა ავტორთა მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 30%-40% პროცენტი კომპიუტერის სისტემატური მომხმარებელია და დღეისათვის მათ ნახევრაზე მეტს ბავშვები და მოზარდები წარმოადგენენ. ე.წ. კომპიუტერის დაავადებამ თავი ჯერ პროგრამისტებში იჩინა, შემდეგ კი ჩვეულებრივ მომხამრებლებშიც გავცელდა. ეს სინდრომი ძირითადად ვლინდება მხედველობის დაქვეითებით, თავის ტკივილით და თავბრუს ხვევით, ზოგჯერ კი ნერვული აშლილობითაც ხასიათდება.

 

-ოფთალმოლოგებს რა დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?


-ეს პრობლემა რა თქმა უნდა სერიოზული ინტერესის საგანი გახდა ოფთალმოლოგებისათვის და რამდენიმე წლიანი კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ:


– კომპიუტერთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას, რასაც ძალაუნებურად მოყვება ახლო მანძილზე მხედველობის მექანიზმის ნაწილობრივი გადაწყობა. ეს კი იწვევს როგორც თვალის მამოძრავებელი კუნთების, ასევე თვალის აკომოდაციის (ცილიარული) კუნთის ძლიერ გადაღლას და აქედან გამომდინარე, ვითარდება ე.წ. აკომოდაციის სპაზმი. კომპიუტერთან დღეში საშუალოდ 2-3-საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოზარდის თვალის რეფრაქცია იცვლება უარყოფითისკენ (ანუ, მინუსისკენ) საშუალოდ 0,25 დიოპტრიით, ეს კი ახლომხედველობის (მიოპიის) განვითარების აშკარა წინაპირობაა.


-ნებისმიერი ტიპის მონიტორი (როგორც ელექტრონულ-სხივური, ასევე პლაზმური და თხევადკრისტალური LCD) თვითმნათი ხელსაწყოა, ე.ი. მონიტორში გამოსახულებისა და ფერწარმოქმნის მექანიზმი მაინც მკვეთრად განსხვავდება ბუნებრივისგან. გამომდინარე აქედან, მონიტორზე მხედველობის კონცენტრაცია თვალზე მოქმედებს, პრაქტიკულად, ისევე, როგორც ანთებული ნათურის დიდხანს თვალიერება: იკლებს კონტრასტული მხედველობა და ციმციმის აღქმის ზღვრული სიხშირე.


-მხედველობითი კონცენტრაციის პირობებში ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თავის მხრივ, იწვევს თვალის ლორწოვანა გარსის (კონიუნქტივის) და რქოვანა გარსის  ზედაპირის გაშრობას. ყალიბდება ე.წ. “მშრალი” კონიუნქტივიტი. ეს დაავადება კი შემდგომში შეიძლება გართულდეს რქოვანა გარსის სერიოზული დაზიანებით.


  • ზემოაღნიშნულ პათოლოგიურ მოვლენათა ერთობლიობა დღეისათვის ცნობილია, როგორც კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი (კმს) – Computer Vision Syndrome (CVS).

-როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისაგან, რა პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება შეგვიძლია?


-კმ სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს:


1. კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა;

2. პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;

3. ადეკვატური ოპტიკური კორექცია;

4. მედიკამენტოზური მკურნალობა;

5. კმს პროფილაქტიკა და სპეციალური მკურნალობა.


-კომპიუტერული ჰიგიენა რას გულისხმობს?


-ყოვლად დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების ან მაგიდის ნათურით განათების პირობებში.

– მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარა, ნათურა და ასე შემდეგ).

– მონიტორის კონტრასტი და განათებულობა მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ირგვლივი ფონისაგან.

-ტექსტის გადაწერის დროს დოკუმენტიდან ტექსტურ რედაქტორში აუცილებელია კოპი-ჰოლდერის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მხედველობის ზედმეტად კონცენტრირება.

– არასასურველია 6-7 წლამდე ბავშვების დაშვება კომპიუტერთან, 7-დან 12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისათვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40-60 წუთი, ხოლო 12-დან 15 წლამდე მოზარდთათვის კი – დღეში არაუმეტეს 2-2,5 საათისა.


– როგორ უნდა ვუმკურნალოთ კომპიუტერულ-მხედველობით სინდრომს?


– ოპტიკური კორექცია (სათვალე, კონტაქტური ლინზები) საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ. დაუშვებელია სათვალის ან კონტაქტური ლინზების თვითშერჩევა და მათი შეძენა არასპეციალიზებულ დაწესებულებაში.


მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ წარმოებს. ყოვლად დაუშვებელია თვითმკურნალობა თუნდაც ყველაზე “უწყინარი” პრეპარატებით. სამკურნალწამლო პრეპარატების მიღებამ სპეციალისტის სათანადო კონტროლის გარეშე შეიძლება ფრიად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.


1. ბუნებრივი ცრემლის პრეპარატები. მათი დანიშნულებაა თვალის ლორწოვანა გარსის გამოშრობის თავიდან აცილება. საქართველოში ძირითადად გამოიყენება: ოფტაგელი, სისტეინი, ნატურალური ცრემლი II, ოკუთეარსი, ჰაი და ა.შ. მათი ჩაწვეთება თვალებში საჭიროა საშუალოდ 3-4 საათში ერთხელ კომპიუტერთან მუშაობის დროს.


2. ბიოაქტიური კვებითი დანამატებიდან აღსანიშნავია შავი მოცვის პრეპარატები, როგორც ტაბლეტირებული ფორმით, ასევე ნაყენის ან სიროფის სახით. ითვლება, რომ შავი მოცვი კარგი საშუალებაა ბადურა გარსის გასააქტიურებლად. თუმცა, პრეპარატის დოზირება მაინც ინდივიდუალურია და მისი დანიშვნა ექიმ-ოფთალმოლოგის კომპეტენციაშია.


-კიდევ რა რეკომენდაცია შეიძლება მისცეთ პაციენტებს თვალის მოვლის მხრივ?


-თვალის, მოვლა ყველას სჭირდება რეგულარული თვალის ვარჯიშები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ  ოჯახის წევრებს მხედველობის პრობლემები აწუხებდათ. დაიცავით თვალები მზის გამოსხივებისგან. რეგულარული დასხივება ულტრაიისფერი სხივებისა იწვევს კატარაქტას. ადამიანები ღია ფერის თვალებით უფრო მგრძნობიარეები არიან სინატლის მიმართ,ამიტომ აუცილებელია სათვალის გამოყენება, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს. კვებას მხედველობისთვის დიდი კავშირი მნიშვნელობა აქვს. თევზი და სხვა ჯანსაღი პროდუქტი ძალიან სასარგებლოა თვალების ჯანმრთელობისთვის. მხედველობის გასაუმჯობესებლად, მიიღეთ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, ბეტა კაროტინებს, C, E, A ვიტამინებს. აქვე მინდა დავამტო, რომ ჩვენს კლინიკაში ნებისმიერ ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ოფთალმოლოგების მაღვალკვალიფიციური სამდეცინო დახმარება  დაზღვევის ფარგლებში უფასოდ ან თანაგადახდით, დაზღვევის გარეშე  20%-25% ფასდაკლებით ნებისმიერი საჭირო პრეოცედურა.

                                             

     კლინიკა „მედსი“ გთავაზობთ:

ბავშვებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული კვლევა ( პედიატრის, ბავშვთა ნევროპათოლოგის, ბავშვთა ოფთალმოლოგის ორთოპედის, რეაბილიტოლოგის კონსულტაცია, პერიმეტრია,სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ჭიის კვერცხებზე კვლევა)


საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
ასაკობრივი პაკეტი 177 ლარის ნაცვლად 34 ლარი
საბაზისო პაკეტი 177 ლარის ნაცვლად 58 ლარი
დაზღვევის გარეშე – 305 ლარის ნაცვლად 125 ლარი

დიაბეტის სრული კვლევა (ოჯახის ექიმის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროპათოლოგის კონსულტაც იები. ტონომეტრია, სისხლის საერთო ანაზლისი, კრეატინინი, ლიპიდური ცვლა, ღვიძლის ფუნქციები, გლიკოჰემოგლობინი, მუცლის ღრუს ექოსკოპია, პროთრომბინი/INR, TSH,FT4)


საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
ასაკობრივი პაკეტი 332 ლარის ნაცვლად 94 ლარი
საბაზისო პაკეტი 332 ლარის ნაცვლად 97
დაზღვევის გარეშე – 332 ლარის ნაცვლად 232

 

ნევროლოგიური პათოლოგიების სრული კვლევა (ოჯახის ექიმის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის,რეაბილიტოლოგის კონსულტაციები, ტონომეტრია, რენტგენოლოგიური კვლევა სისხლის საერთო ანალიზი, ლიპიდური ცვლა, ექოკარდიოგრამა).

საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:


ასაკობრივი პაკეტი 222 ლარის ნაცვლად 24 ლარი
საბაზისო პაკეტი 222 ლარის ნაცვლად 70 ლარი
დაზღვევის გარეშე – 222 ლარის ნაცვლად 175 ლარი

კარდიოლოგიური პათოლოგიების სრული კვლევა ( ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციები, ექოკარდიოგრამა, ტონომეტრია, სისხლის საერთო ანალიზი, კრეატინინი, ლიპიდური ცვლა, ღვიძლის ფუნქციები, კოაგულოგრამა, კარდიოექოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია)


საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
ასაკობრივი პაკეტი 305 ლარის ნაცვლად 84 ლარი
საბაზისო პაკეტი 305 ლარის ნაცვლად 110 ლარი
დაზღვევის გარეშე – 305 ლარის ნაცვლად 190 ლარი

კლინიკა “მედსი“  – შენი ჯანმრთელობის საიმედო კერა              

მისამართი : ქიაჩელის 18,  ტელ: 2 14 57 57

რუსთავის გზატკეცილი 19/4; ტელეფონი: 2 18-15 40 მობილური 568 315 353

https://www.facebook.com/pages/Medsi/160894063987064?ref=hl


კლინიკა მედსი

მასალების გადაბეჭდვის წესი