ახალი ამბები

მხოლოდ იანვარში გაზის 2400-მდე აკრძალული დანადგარი ჩავჭერით — ყაზტრანსგაზი

9 თებერვალი, 2019 •
მხოლოდ იანვარში გაზის 2400-მდე აკრძალული დანადგარი ჩავჭერით — ყაზტრანსგაზი

თბილისში მომუშავე გაზის კომპანია “ყაზტრანსგაზი” იუწყება, რომ კომპანიამ 2019 წლის მხოლოდ პირველ თვეში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს.

რაც შეეხება 2018 წელს, მათი სტატისტიკის მიხედვით, ჯამში დარღვევის 69 133 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს. “გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია”, – წერს “ყაზტრანსგაზი”.


კომპანია “ყაზტრანსგაზმა” რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ბოლო სამ წელიწადში — 2016, 2017 და 2018 წლებში, თბილისში გამათბობლების არასწორად დამონტაჟების გამო მხუთავი აირით, ნახშირჟანგით (CO-თი), 86 ადამიანი დაიღუპა და 286 მოიწამლა.

2019 წელს კი, ამ დრომდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაცია შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა.


სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე კვირის წინ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი