დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში აპარატურის ნაწილი აღდგა, თუმცა კენჭისყრის აპარატურის მწყობრში მოყვანა ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდა:
“რამ გამოიწვია აპარატურის გაფუჭება, მიხეილ სააკაშვილს კითხეთ, ბუდაპეშტში რომ იმალება. 400 მილიონი გადაიყარა ამ შენობის აშენებაში და ფრიად არასერიოზულ მდგომარეობაში ვართ ყველანი. დავხეტიალობთ ბრემენელი მუსიკოსებივით ერთი ოთახიდან მეორეში და გვიწევს არასერიოზულ ვითარებაში სხდომების ჩატარება. ეს არის სამარცხვინო, სასაცილოც, სატირალი რომ არ იყოს. კეთილი ენები ამბობენ, რომ დარბაზში ხმა უკვე ისმის, მაგრამ კენჭისყრის ჩატარება მაინც გართულდება, რადგან მთლიანად ვერ აღდგა აპარატურა. დაველოდოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ მთლიანად აღდგება აპარატურა, კენჭისყრა ჩატარდება იმედია და ერთმანეთის ხმასაც გავიგებთ. ახლა გამოვალთ ამ დარბაზიდან ბოშებივით და თქვენ გამოგვყევით კვალში,” – მიმართა ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა.
პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც რიგგარეშე სასესიო სხდომა საკომიტეტო დარბაზში მიმდინარეობს.
