პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აპარატურის შეკეთება უკვე მიმდინარეობს:
“იმის გამო, რომ სხდომათა დარბაზში ელექრონული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა, სანამ მისი შეკეთება არ მოხდება, ჩვენ გადავწყვიტეთ მუშაობა გაგვეგრძელებინა სხვა გარემოში. ამის თაობაზე იყო კონსულტაციები პოლიტიკურ დონეზე და ტექნიკურ დონეზევ. პარლამენტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას და ჩვენ ვიმუშავებთ დარბაზიდან, რომელშიც კომიტეტები მუშაობენ. კენჭისყრისთვის ჩვენ გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში, ამ დროისთვის თუ აპარატურა მწყობრში არ მოვა, კენჭისყრა ჩატარდება სხვა, უფრო ტრადიციული და ზოგჯერ უფრო საიემდო მეთოდებით,”– ამბობს დავით უსუფაშვილი.

