ახალი ამბები

კულტურის მინისტრი: არ გამოვრიცხავ, მანანა ბერიკაშვილი ჩემი მოადგილე გახდეს

31 ივლისი, 2014 • • 1660
კულტურის მინისტრი: არ გამოვრიცხავ, მანანა ბერიკაშვილი ჩემი მოადგილე გახდეს

“ორშაბათს გპირდებით, რომ საბოლოო ვერსიას შეგატყობინებთ”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

 

შეკითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი, რომ მის გუნდში აღმოჩნდეს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს:

 

“როდესაც ვამბობთ, შეიძლება, ბევრი რამ შეიძლება, 100%-იანი გამორიცხვა, არც თავიდან არ გამომირიცხავს, არასდროს. მე ყოველთვის ვამობდი, რომ დიახ, მოადგილეებს ეს ცვლილებები ეხება, რა ბალანსით, რა დოზისთ ამას ძალიან ახლო მომავალი გამოაჩენს.” 

 

მიხეილ გიორგაძის თქმით, მოადგილეებს შეარჩევს იმ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, რომელიც კულტურის სამინისტროში არის დაგროვილი და მისი გადაწყვეტილება არ დაეფუძნება სუბიექტურ მოტივებს. მიხეილ გიორგაძის თქმით, მის გუნდში “ძალიან დიდი ალბათობით” კახა კანდელაკიც იქნება.

 

მიხეილ გიორგაძე “ისთერნ ფრომოუშენს”-ის დამფუძნებელია, ხოლო კახა კანდელაკი ამავე ორგანიზაციის მარკეტინგის მენეჯერი. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმი 7 მინისტრი 21 ივლისს დაითხოვა, მათ შორის კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია. მიხეილ გიორგაძეს სხვა მინისტრებთან ერთად პარლამენტმა ნდობა 2014 წლის 25 ივლისს გამოუცხადა. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი