ახალი ამბები

2018 წელს გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი და რესურცენტრის 2 ხელმძღვანელი – ბატიაშვილი

8 თებერვალი, 2019 •
2018 წელს გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი და რესურცენტრის 2 ხელმძღვანელი – ბატიაშვილი

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, 2018 წელს შემოწმების ფარგლებში გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი და რესურცენტრის 2 ხელმძღვანელი. ამის შესახებ ბატიაშვილმა გუშინ, 7 თებერვალს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას თქვა.

„სიტუაციის შესწავლისა და პრობლემათა გამოსწორების მიზნით სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმურ, ისე არაგეგმურ შემოწმებებს. რაც შეეხება უშუალოდ სკოლებს, მხოლოდ 2018 წელს შემოწმებათა შედეგად დაიწერა 101 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 54 სკოლას, გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი, 2 – რესურსცენტრის
ხელმძღვანელი, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 22 კანონდარღვევის საქმე”, – ამბობს ბატიაშვილი.

მინისტრი განმარტავს, რომ სკოლების შემოწმების ორი საფუძველი არსებობს, მათ შორის ერთი გეგმური შემოწმებაა, ხოლო მეორე, მოქალაქეთა, მშობლების თუ პედაგოგებისგან მიღებული განცხადებები. ბატიაშვილი დასძენს, რომ მოქალაქეების მიმართვის შემთხვევაში, სკოლის შემოწმება განცხადებიდან მეორე დღეს იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი