ახალი ამბები

“ბასიანზე” 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

14 იანვარი, 2020 • 1136
“ბასიანზე” 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ინციდენტთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხევავში, აღნიშნულ თითოეულ დანაშაულზე სასჯელი 5 წლიდან 13 წლამდე მერყეობს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს კლუბი “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სამი პირი დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სროლა კლუბ “ბასიანთან” –  დაჭრილია კლუბის სამი თანამშრომელი

მასალების გადაბეჭდვის წესი