ახალი ამბები

გია თევდორაძის თქმით, მისი ძმა მერიის ტალონის გამოყენების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

30 ივლისი, 2014 • • 1364
გია თევდორაძის თქმით, მისი ძმა მერიის ტალონის გამოყენების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

დეპუტატის თქმით, საქმე ეხება 2012 წელს, როცა ის ქალაქის მერი იყო:

 

“პროკურორს ველაპარაკე და მითხრა, რომ დაბარებულია მის კუთვნილ ავტომანქანაში მერიის კუთვნილი ტალონით საწვავის ჩასხმის გამო.  დაკითხვაზე დაბარებული ბექა თევდორაძის მანქანა  დიზელზეა და ფიზიკურად ვერ მივცემდი ტალონს. . “

 

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ საქმე მის წინააღმდეგაა აღძრული, დეპუტატი პასუხობს:

 

“ეს ფანტაზიის სფეროა უკვე. მე ამ დაბარებას ვუაკვშირებ მთავრობის დამტკიცების დღეს ჩემს დასმულ შეკითხვებს ღარიბაშვილისადმი, ელექტრო ენერგიის ტარიფებზე, რომელიც მან მწარედ აღიქვა. როგორც ჩანს პროკურატურამ მონური ერთგულებით გაითვალისწინა მისი უფროსის უსიტყვო დავალება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.