ახალი ამბები

სერგეენკო: კლინიკა“ახალი სიცოცხლის” მენეჯმენტთან კითხვები მაქვს

30 ივლისი, 2014 • • 1247
სერგეენკო: კლინიკა“ახალი სიცოცხლის” მენეჯმენტთან კითხვები მაქვს

“არ უნდა მიიყვანოს კარგმა მენეჯერმა იქამდე საქმე, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას” – განაცხადა სერგეენკომ.

 

კლინიკა “ახალი სიცოცხლის” მედპერსონალი პროტესტის ნიშანდ კლინიკის დატოვებას გეგმავს. 

 

“ამის შესახებ მე ინფორმირებული ვარ, რამდენიმე დღის წინ მოგვმართა კლინიკის ხელმძღვანელმა, მასთან იმავე დღეს ქონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს, ზაზა სოფრომაძეს, განიხილეს აბსოლუტურად ყველა საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ჩაერიოს. უნდა მოხდეს ორი  რამ. პირველი – საფრთხე უნდა შეექმნას სამედიცინო დახმარების მიწოდების უწყვეტობას, ანუ პაციენტს უნდა შეექმნას საფრთხე.  ჩვენ ვალდებულები ვართ ამის პრევენციაც გავაკეთოთ და მყისიერი რეაგირებაც. მეორე, თუ აღიძრა კოლექტიური შრომითი დავა,  ესეც უკვე შარშანდლიდან დაწყებული ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდა და დამტკიცებული მედიატორი იწყებს ამ საკითხის მოგვარებას დადგენილი კანონის ფარგლებში”.

 

სერგეენკოს განმარტებით, სხვა შემთხვევაში  სამინისტრო კლინიკის საქმიანობაში ვერ ჩაერევა:

“ეს არის კერძო დაწესებულება და ეს არის დამქირევაბელსა და დაქირავებულს შორის ასე ვთქვათ მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე. თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერი სახის სამედიცინო აქტივობა, ნებისმიერი ურთიერთობა პაციენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ესეთი კლასის დაწესებულებაში თანამშრომელთა პრაქტიკულად 100% აცხადებს, რომ უნდა წავიდეს სხვაგან. მე რამდენადაც ვიცი ისინი უაღრესად კვალიფიციური ხალხია და არ გაუჭირდებათ სამუშაოს მოძებნა, მაგრამ მე ალბათ კითხვები გამიჩნდა, ლეგიტიმური კითხვები გამიჩნდა ზოგადად ამ ქსელური დაწესებულებების მმართველ კომპანიასთან.”

 

კლინიკა “ახალი სიცოცხლის” მედპერსონალის წარმომადგენლები 2014 წლის 8 აგვისტოდან პაციენტებს აღარ მოემსახურებიან, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას, პირადი განცხადების საფუძველზე 11 აგვისტოს დატოვებენ.

მის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკის დირექტორმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა:”მედპერსონალმა დაწერა განცხადება და 11 აგვისტოს დატოვებს კლინიკას. ამ წუთას ვმუშაობთ და ვიღებთ პაციენტებს. 8 აგვისტოს პაციენტების მიღებას შევაჩერებთ.”

 

სინაურიძე აცხადებს,რომ კლინიკის დატოვების რამდენიმე მიზეზი არსებობს:”ისეთი მმართველობის სისტემაა შემოღებული, რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ პაციენტების უსაფრთხოებას. ეს კლინიკი ცნობილია იმით, რომ ძალიან მაღალი სტანდარტები ჰქონდა მომსახურების ხარისხის. სავალალო შედეგი რომ დადგეს არავინ იკითხავს ვინ ფლობს და ვინ მართავს, არამედ იკითხავს ვინ არის კლინიკის ექიმი. დადგება ჩენი პირადი პასუხისმგებლობა და არც ერთ ექიმს არ უნდა მენეჯერის გამო პასუხი აგოს პაციენტის წინაშე.”

 

დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი
დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი