ახალი ამბები

ვენესუელაში სამხედრო წვრთნისას რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა – მედია

7 თებერვალი, 2019 •
ვენესუელაში სამხედრო წვრთნისას რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა – მედია

ვენესუელაში, კოხედესის შტატის ქალაქ ელ პაოში, სამხედრო წვრთნის დროს რუსული ვერტმფრენი Mi-35 ჩამოვარდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება ვენესუელურ გამოცემებზე დაყრდნობით.  ცნობების თანახმად, ფაქტი 4 თებერვალს მოხდა, თუმცა მხოლოდ გუშინ, 6 თებერვალს გახმაურდა.

ინციდენტის შედეგად 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მედიის ცნობით, ინციდენტი სამხედრო წვრთნების დროს მოხდა, რომელსაც სახელმწიფო “აშშ-ის ინტერვენციის წინააღმდეგ” ატარებს. Interfax-ის ცნობით, ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობას უარყოფს და აცხადებს, რომ ვერტმფრენი წვრთნისას არ ჩამოვარდნილა.

ვენესუელური გამოცემის, “Venezuela al dia”-ს თანახმად, ინციდენტში მონაწილე პირებს რიგი დაზიანებები აღენიშნებოდათ, მათ შორის, ტვინის არეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი