ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში უფლებდამცველი დააკავეს

30 ივლისი, 2014 • • 1184
აზერბაიჯანში უფლებდამცველი დააკავეს

მისი თქმით, ლეილა იუნუსი სახლიდან გავიდა და კონფერენციაზე გეგმავდა მისვლას. მისი დაკავება სახლის ეზოშივე მოხდა. 

 

არიფ იუნუსოვის თქმით, სავარაუდოდ, იუნუსი მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს. 

 

უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების თქმით, ისინი ვერ უკავშირდებიან ვერც ლეილა იუნუსს და ვერც გამომძიებელს, რათა დაკავების მიზეზი გაარკვიონ.

 

ლეილა იუნუსი აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის აპრილშიც დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს. 

 

მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ. 

 

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ანკარაში მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც დააკავეს, სომხეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

 

ლაურა ბაგდასარიანის, აღნიშნული მიმართვის თანაავტორის განცხადებით, მირკადიროვი მათი ერთობლივი [სომხეთი – აზერბაიჯანი] პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო, რაც მისთვის ბრალი წაყენების მიზეზი გახდა.

 

ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az
ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი