ახალი ამბები

“მთავარ პროკურორს არასწორ ინფორმაციას აწვდიან” – სარალიძე თადუმაძეს შეხვდა

6 თებერვალი, 2019 •
“მთავარ პროკურორს არასწორ ინფორმაციას აწვდიან” – სარალიძე თადუმაძეს შეხვდა

ზაზა სარალიძე, რომელიც დილიდან ითხოვდა მთავარ პროკურორთან და მისი შვილის მკვლელობის საქმის პროკურორებთან შეხვედრას, მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სარალიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მთავარ პროკურორს მის საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

“დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიან მთავარ პროკურორს. ის საკითხები, რაზეც მე პრეტენზია მაქვს, მისთვის ცნობილი არ იყო. ის პროკურორებიც, რომლებიც ჩემს საქმეს წარმართავენ, სწორ ინფორმაციას არ აწვდიან. თუნდაც, სააპალეციო სასამართლოში რაც მოხდა გუშინ… დავუსვი კითხვა, მაგრამ მას სხვა ინფორმაცია ჰქონდა. ეს ხდება იმ პროკრუროებისგან, ვინც ამ საქმის გაყალბებაში თავიდანვე ჩართულნი იყვნენ,” – ამბობს ზაზა სარალიძე.

სარალიძე კონკრეტულად არ ასახელებს, თუ რის შესახებ ისაუბრა მთავარ პროკურორთან, თუმცა ამბობს, რომ თადუმაძესთან შემდეგი შეხვედრა სამშაბათს გაიმართება. სარალძე დასძენს, რომ მომავალ შეხვედრაზე, მთავარ პროკურორებთან ერთად, მისი საქმის პროკურორებიც დაესწრებიან. შეხვედრის კონკრეტული დრო ჯერ ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი