“დღეს ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ აღასრულა დიდი ხნის წინ დაანონსებული და გაცხადებული პოლიტიკური დევნის აქტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოაყენა ბრალი. ეს არის ყველას ძალიან კარგად ესმის სუფთა წყლის პოლიტიკური აქტი, პოლიტიკური დევნის ეს კიდევ ერთი ნაბიჯი დიდი ხნის წინ არის დაანონსებული, ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ ოლიგარქიულ-ავტორიტარული რეჟიმის მმართველს და პატრონს, ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერ კალაძეს და სხვებს”, – განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაისახა მიზნად სააკაშვილის რეფორმატორული მემკვიდრეობის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განადგურება:

 

“ეს ნაბიჯი არაფერ კარგს არ მოუტანს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელქვეითებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ნაბიჯი არაფერს კარგს არ მოუტანს საქართველოს, იმიტომ რომ ეს ნაბიჯი როგორც ქვეყანაში, ასევე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, ცალსახად აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის გამოვლინება და ძალიან დიდ ზარალს მოუტანს საქართველოს და მის საერთაშორისო პრესტიჟს”, – აღნიშნა გაბაშვილმა.

 

მისივე განცახდებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ყოველი მესამე ამომრჩევლის ხმა აიღო, რაც აბსოლუტურად არ ჯდება ბიძინა ივანიშვილის გეგმაში,

“სწორედ ამიტომ, ყველა ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი დღეს კიდევ ერთხელ არიან ახალი ბრალის, ასე ვთქვათ, ადრესატები და ბატონი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ცხელი ზაფხული ჯერ კიდევ არ  დამთავრებულა და დარწმუნებულები ვართ, რომ ნაციონალური მოძრაობის ამ მეთოდებით დევნა გაგრძელდება”, – განაცხადა გაბაშვილმა.

გოკა გაბაშვილი
გოკა გაბაშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *