ახალი ამბები

ანკარის წმ. ტერეზას ტაძარში პირველად შესრულდა ქართული წირვა-ლოცვა

4 თებერვალი, 2019 • 5938
ანკარის წმ. ტერეზას ტაძარში პირველად შესრულდა ქართული წირვა-ლოცვა

თურქეთის დედაქალაქ ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად შესრულდა.

რელიგიური რიტუალი ტაძარში კვირას, 3 თებერვალს ჩატარდა.

“წირვის დასრულების შემდეგ, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას”, – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელსაც თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი