ახალი ამბები

უსუფაშვილი: ალბათ ასე უნდა დავიწყო გამოსვლა – პუტინი მტერია, რომ ოპონენტების ყურადღება მივიპყრო

26 ივლისი, 2014 • • 928
უსუფაშვილი: ალბათ ასე უნდა დავიწყო გამოსვლა – პუტინი მტერია, რომ ოპონენტების ყურადღება მივიპყრო

“ქვეყნის ცხოვრებაში მთავრობის დამტკიცება არის ძალიან მნიშნელოვანი დღე და ამიტომ ემოციებიც ჭარბობს ასეთ დღეს, თუმცა მე მინდა ცოტა სხვა თემაზე ვისაუბრო და მე თან წამოვიღე სამი დოკუმენტი, კონსტიტუცია, მთავრობის პროგრამა და ასოცირების შეთახნება. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ შევთანხმდეთ ამ სამი დოკუმენტის ტექსტის საფუძველზე, შევთანხმდეთ იმაზე თუ როგორ გავაგრძელოთ კოალიციამ ამ ქვეყნის მართვა და 2 წელიწადში, მომდევნო არჩევნებზე როცა კვლავ დავდგებით ამომრჩევლის წინაშე, როგორვ ვუპატაკოთ ქართველს ხალხს ჩვენ წინ წავიყვანეთ ქვეყანა და შევასრულეთ ის რაც ამ დოკუმენტებში წერია და ისე, როგორც ეს დოკუმენტები გვავალებდნენ. ესაა მნიშვნელოვანი. რა არ არის მნიშვნელოვანი? დროის ხარჯვა, დროის კარგვა, ნერვების ხარჯვა იმაზე, რაც ამ დარბაზში ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მოგვისმენია. მანამდე სხვაგან ვისმენდით ამას. ვისმენდით იმას, რომ საქართველო გადაიქცევა რუსეთის კოლონიან, იმიტომ რომ ეს ასეა ჩაფიქრებული და ა.შ. ბევრჯერ მომისმენია და დღესაც გაისმა დარბაზში – ნერვები ეშლება ხალხს იმაზე, რომ ეს ხალხი [ნაციონალები] ამდენს ლაპარაკობენ. მე ნერვები იმაზე მეშლება, როგორ გეშლებათ ნერვები იმაზე, თუ რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი “– აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი