ახალი ამბები

ეპიფანე მხარს არ უჭერს “მკვახე შენიშვნებს” ეკლესიაში თავსაფრის გარეშე მისული ქალებისთვის

3 თებერვალი, 2019 • 2596
ეპიფანე მხარს არ უჭერს “მკვახე შენიშვნებს” ეკლესიაში თავსაფრის გარეშე მისული ქალებისთვის

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლი ეპიფანე ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ტაძრებში სკამების დადგმის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს ტევადობას შეამცირებს. ამ და სხვა საკითხებზე ეპიფანემ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაურბა. ინტერვიუ უკრაინულიდან www.palamacentre.com-მა თარგმნა:

“ცხადია, მართლმადიდებლური ეკლესია არ არის სკამების ეკლესიაში დადგმის წინააღმდეგი. მაგრამ თუ მაგალითად, ავიღებთ წმინდა მიხეილის სახელობის ოქროს გუმბათიან ტაძარს ან სხვას კიევის ცენტრში მდებარეს და იქ დავდგამთ სკამებს, მაშინ ავტომატურად შემცირდება ტაძრის ტევადობა. წმინდა მიხეილის ტაძარში კედლების გასწვრივ დგას სკამები, იმ ხალხისთვის ვისაც აქვს ეს საჭიროება. მაგალითად, ხნიერი ხალხისთვის, ავადმყოფებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სოფლებში ეს უფრო მარტივია. იქ ეკლესიაში გარკვეული რაოდენობის ხალხი მიდის. ეკლესიებში დგას სკამები, იქ სახელობითი სკამებიცაა. ანუ მრევლის თითოეულ წევრს აქვს თავისი ადგილი ეკლესიაში. მე ვფიქრობ, რომ მომავალში ამის პრობლემა ჩვენთანაც არ იქნება, როცა მეგაპოლისებში არსებული გარკვეული რაოდენობის ეკლესიების საკითხს გადავჭრით”, – ამბოს ეპიფანე.

მას შეკითხვა დაუსვეს თავსაფრებთან დაკავშირებით. ეპიფანეს თქმით, ის იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ტაძარში თავსაფრის გარეშე შედის “მკვახე შენიშვნების” მიცემის მომხრე არ არის.

“მე მუდამ ვამბობდი და ვამბობ კიდეც, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მე ვცდილობ აღმოვფხრა ასეთი შემთხვევები. რატომ? ადამიანი არ უნდა მიიღო მისი გარეგნობის საფუძველზე. ჩვენ უნდა მივიღოთ იგი სიყვარულით. ის თვითონ მივა იმის გააზრებამდე, რომ ასეთი ჩაცმულობით არ შეიძლება ეკლესიაში შემოსვლა”, – ამბობს ეპიფანე.

ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა.  ცერემონია კიევის წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში გაიმართა.

ამავე თემაზე

ერთიანობა – ეპიფანეს გზავნილი ინტრონიზაციის ცერემონიიდან

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა

მასალების გადაბეჭდვის წესი