ახალი ამბები

დეპუტატი 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

26 ივლისი, 2014 • • 976
დეპუტატი 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

გოდერძი ბუკიას თქმით, უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს 17 მაისი, როგოც  მშობლების მოფერების და ოჯახის სიმტკიცის დღე:

 

გოდერძი ბუკია
გოდერძი ბუკია

“17 მაისი, როგორც იცით, საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა როგორც ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღე. ჩვენ, უპარტიო მაჟორიტარებმა და ჩვენმა ჯგუფმა, მოვიფიქრეთ ეგეთი წინადადება, შემოვდივართ წინადადებით, დღეს აქ არის მთავრობაც, აქ არის ჩვენი კოლეგებიც, მე მგონი, კოლეგებიც დაგვიჭერენ მხარს,  ჩვენი ხალხი ამას ძალიან დადებითად და განწყობით შეხვდა ამ დღეს, რომ გამოცხადდეს ეს დღე უქმე დღედ. მე მგონი, ჩვენს ეკონომიკას ამით დიდი ზარალი არ მიადგება და ეს იქნება ძალიან დიდი საქმე, რომ ეს იყოს ჩვენთვის მშობლების მოფერების და ოჯახის სიმტკიცის დღე.  ეს განსაკუთრებული დღე იქნება ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის.”

 

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი- [მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე] – საქართველოში “ოჯახის სიმტიკიცის,  მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ 11 მაისს გამოაცხადა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი