ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან სამწუროა, რომ საპარლამენტო უმცირესობა არაკონსტრუქციული იყო და მთავრობის ახალი შემადგენლობის პროვოცირებას ცდილობდა:
“საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა, რომ პარლამენტში არ არსებობს კონსტრუქციული ოპოზიცია, საქმე გვაქვს არაკონსტრუქციულ და არაჯანსაღი ადამიანებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანაში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, მთავრობის განახლება ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო ეფექტურად ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.”
დეპუტატები მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ხვალ იმსჯელებენ.
