ჩიორა თაქთაქიშვილი დაინტერესდა, ამოიცნო, თუ არა ღარიბაშვილმა ფოტოზე მისი მთავრობის წევრი. კითხვის საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე ფოტო ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს გადაღებული. კალაძემ გოგა ხაჩიძეს ერთად “სელფის” გადაღებაც შესთავაზა:


“მოგეხსენებათ ის, რომ მე წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს გადაღებული ფოტო, ალბათ გოგაც ნატრობდა ავტოგრაფს, ფოტოს, სხდომა რომ დამთავრდება გადავიღოთ, სელფიც, არ იქნება ამის პრობლემა. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული, როც ადამიანი მოდის და ფოტოს გადაღებას გთხოვს, უხერხულია კითხო, თუ რა საქმიანობითაა დაკავებული.”

გოგა ხაჩიძე და კახა კალაძე
გოგა ხაჩიძე და კახა კალაძე

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *