ველოდისპედისტ გურამ ინაკავიძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ავტომობილთან შეჯახების შედეგად თბილისში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანია, დაანახონ საზოგადოებას და დედაქალაქის ხელისუფლებას, თუ რა სავალალო ვითარებაა ქალაქში და გამოთქვამენ შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობის მზადყოფნას ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის.
აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, სადაც ველოსიპედით მოსიარულის სიცოცხლე ავtოავარიას ემსხვერპლა, ველოსიპედით მსვლელობა მოაწყეს.
28 იანვარს დიდი დიღმის გადასახვევთან ავარიას ველოსიპედით მიმავალი მოქალაქე ემსხვერპლა. ავტომობილთან შეჯახების შედეგად 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.