ახალი ამბებირეკლამა

იმოგზაურე ლეგენდებსა და რეალობას შორის

1 თებერვალი, 2019 • 2238
იმოგზაურე ლეგენდებსა და რეალობას შორის

აჭარაში ჩამოსული სტუმრისა თუ ადგილობივებისათვის ერთ-ერთ საყვარელ და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს – აჭარულ ღვინის სახლს, 450 ადამიანზე გათვლილი საგამოფენო სივრცე შეემატა. აქ, ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და ექსკლუზიური ღვინის დაგემოვნებასთან ერთად შეგიძლიათ  იმოგზაუროთ ლეგენდებსა და რეალობას შორის, დაათვალიეროთ საუკუნის წინანდელი ქართული ღვინის ეტიკეტები და მოისმინოთ უნიკალური ისტორიები.

ვაზი და ადამიანი საქართველოს მიწაზე ერთდროულად  გაჩნდნენ და დღემდე ერთმანეთს აცოცხლებენ. ქართულ ღვინოში განსახიერებულია ქართველი ერის ისტორია, კულტურა და ცხოვრების წესი. იგი სტუმარმასპინძლობის, მეგობრობის, ურთირთპატივისცემისა და დღეგრძელობის საიდუმლოა.  ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ვაზის კულტურის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა.

აჭარული ღვინის სახლი

აჭარული ღვინის სახლი

აჭარული ღვინის სახლის გუნდი მუდმივად  ცდილობს განავითაროს სერვისები და მათი ხარისხი. შექმნას და დანერგოს ახალი პროდუქტები  და მოახდინოს ღვინის კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება.

გასული წლის განმავლობაში აჭარული ღვინის სახლის ჩართულობით რეგიონის ფერმერებმა გაზარდეს თავიანთი ეკონომიკური შემოსავალი, რაც აისახა ჩხავერის ვაზის კულტურის განვითარებასა და საბოლოოდ ჩხავერის ღვინის წარმოებაზე.

2018 წელს ტურისტული ნაკადების რაოდენობამ და ინტერესმა განაპირობა საგამოფენო სივრცის შექმნა, რომელიც გარემოსთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია, ექსტერიერს უფრო მიმზიდველს და კომპლექსს უფრო საინტერესოს ხდის.

აქ მოსული ყველა სტუმარი თავის ინტერესებსა და სურვილებზე მორგებულ სერვისს ირჩევს. აჭარული ღვინის სახლში არსებული საგამოფენო სივრცე იდეალური ადგილია საქორწინო წვეულებების, კორპორატიული შეკრებების, დაბადების დღეების, ინფოტურებისა და სხვადასხვა ტიპის გამოფენების (წიგნის პრეზენტაცია, გამოფენებისა და ექსპოზიციების ორგანიზება) მოსაწყობად.

ვახშამი აჭარულ ღვინის სახლში

ვახშამი აჭარულ ღვინის სახლში

გარემო თემატურია. კომპლექსის შიდა და გარე ტერიტორიაზე მრავლადაა ეთნოგრაფიული ელემენტები, მათ შორისაა საქვევრე მეურნეობა და მეთექვსმეტე საუკუნის ქვის საწნახელი. სამომავლოდ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ეთნოგრაფიულ მუზეუმი, რომელიც ჩვენამდე მოსულ ყველა სტუმარს მისცემს შესაძლებლობას გაეცნოს ქართული ღვინის კულტურის განვითარების ყველა ეტაპს და დაათვალიეროს ისტორიული არტეფაქტები.

აჭარული ღვინის სახლიის გუნდი სიხარულით ხვდება ყველა სახის გამოწვევას და მათთვის დიდი პატივია უმასპინძლონ სტუმარებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აჭარული ღვინის სახლი მიმდინარე წლის 28 იანვარს გიდების ასოციაციების მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს და აჭარის მთავრობის წარმოამდგენლებს მასპინძლობდა. კონგრესში მსოფლიოს 5 კონტინეტიდან 60 მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები იღებდნენ მონაწილეობას.

ეწვიე აჭარულ ღვინის სახლს და გაიგე მეტი!

______________

აჭარა, ხელვაჩაური, სოფელი აჭარისწყალი

მობ.: (+995) 557-21-40-02

ვებგვერდი: awh.ge 

მასალების გადაბეჭდვის წესი