ახალი ამბები

ანონსი 25 ივლისი

24 ივლისი, 2014 • • 992
ანონსი 25 ივლისი

11.00 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების კონტექსტში, სავიზო რეჟიმის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.


11:00 სასტუმრო  ,,რედისონ ბლუ ივერია”-ში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს სტატისტიკის   დაარსებიდან 95-ე უიბილესთან დაკავშირებით  თანამშრომლებს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და ბიზნეს კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს.


11:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: უზნაძის 52


11:00 „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ იურისტი ოლიკო კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საერთო სასამართლოების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნოვაციები – მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის უპირატესობები და ნაკლოვანებები. მისამართი: ვაზისუბნის ქ#7 (გაგარინის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) საკონტაქტო ტელ: 599 777 686


12:00 პრაიმტაიმის პრესკლუში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიისა და სამართლიანობის წარმომადგენელი უფლებადამცველი მაგდა კოტრიკაძე ჭიათურაში, მანგანეცის უკანონო მოპოვებასთან და მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს


12.00 ბათუმში, სასტუმრო „შერატონში,“ ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.


მასალების გადაბეჭდვის წესი