ახალი ამბები

დღეს, 22 საათიდან მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

24 ივლისი, 2014 • • 2321
დღეს, 22 საათიდან მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, უშუალოდ დაზიანების აღდგენითი სამუშაოები კი ღამის საათებში განახორციელებს.

 

ტექნიკური სამუშაოების სრულფასოვნად წარმართვისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს, 24 ივლისს, 22:00 საათიდან, ღამის განმავლობაში, მარჯანიშვილის N44-ის მიმდებარე გარკვეულ მონაკვეთზე, ავტოსატრანპორტო მოძრაობა ტექნიკური სამუშაოების დასრულებამდე შეიზღუდება.

 

დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კი წყალმომარაგება შეუწყდება 24 ივლისის 17:15 საათიდან 25 ივლისის 06:00 საათამდე ჩიტაიას,  მარჯანიშვილის, მაზნიაშვილის, ჩიქობავასა და თევდორე მღვდლის ქუჩების ნაწილს, თამარ მეფის გამზირს, ტურგენევის, ჩუბინაშვილის, სურამის, ნინოშვილის, ფოცხვერაშვილისა და აბასთუმნის ქუჩებს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება არდგება ეტაპობრივად, 25 ივლისის 06:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, ავტოსატრანპორტო მოძრაობა გაიხნსება მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილში 25 ივლისის 06:00 საათიდან.

მარჯანიშვილის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი

მასალების გადაბეჭდვის წესი