ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ომბუდსმენის ანგარიშზე დადგენილება მიიღო

24 ივლისი, 2014 • • 1025
ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტმა ომბუდსმენის ანგარიშზე დადგენილება მიიღო

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ დადგენილებაში სახალხო დამცველის ყველა პრინციპული მნიშვნელობის რეკომენდაცია არის ასახული:

 

“სახალხო დამცველის რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი გაიზიარა კომიტეტმა და მივიღეთ ძალიან კარგი დადგენილება. პარლამენტში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის საკმაოდ მაღალი სტანდარტი, ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის ძალიან ბევრ რეკომენდაციას და ყველა უწყებას ვაძლევთ რეკომენდაციას. სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ჩვენ გავიზიარეთ რეკომენდაცია, რომ სახალხო დამცველის პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდეთ კიდევ უფრო მეტი დაშვება და უფლებამოსილება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კომიტეტი პარლამენტის სახელით ამზადებს ძალიან სერიოზულ დოკუმენტს.”

 

მიღებული დოკუმენტით კმაყოფილი არის უჩა ნანუაშვილი:

 

“დასკვნაში ყველა ის ძირითადი რეკომენდაცია აისახა, რომელიც ჩვენს ანგარიშში იყო. ზოგადად, მე კმაყოფილი ვარ ამით, ახლა საუბარი არის იმაზე, რომ მოხდეს ამ რეკომენდაციების  რეალური შესრულება. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ, რომ სპეციალურად ყოფილიყო მითითებული თარიღი, თუ როდის ევალებათ შესაბამისს უწყებებს ინფორმაციის წარმოდგენა, თუ რა ღონისძიებები განახორციელეს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.”

 

ეკა ბესელიას განამრტებით, პარლამენტი დადგენილების პროექტზე მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი