“თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი, თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალურ პროკურატურას,” – ამ სიტყვებით მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელიას. 

 

თავის მხრივ, საპასუხო ბრალდებები გააჟღერა ბესელიამ და თაქთაქიშვილს “თავხედი”, “კრიმინალი”, “მწამებელთა წარმომადგენელი”, და “მკვლელების გუნდის თანამოაზრე” უწოდა. 

 

თაქთაქიშვილის კითხვაზე, დაასრულა, თუ არა ისტერიკა, ბესელიამ განაცხადა, რომ მთელი ნაციონალური მოძრაობა  კრიმინალური ბანდა არის.

 

ამის შემდეგ თაქთაქიშვილმა პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა, თუმცა გასვლამდე ეკა ბესელიას მაგიდასთან გავლისას მას მიკროფონი გაუთიშა, რის გამოც ბესელიამ განაცხადა:

 

“ფსიქიატრიულშია წასაყვანი ეს ქალბატონი. ფსიქიატრიულში უნდა წაიყვანო და იქ უნდა გასინჯო ასეთი ხალხი.”

 

კომიტეტმა დღეს სახალხო დამცველის 2013 წლის  ანგარიშზე დადგენილების პროექტი უნდა მიიღოს

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *