სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ რომ ასეთი “არაერთი შემთხვევა” დაფიქსირდა, თუმცა კომიტეტზე ეკა ბესელიამ ეს ნაწილი გაასწორა და დასკვნის პროექტში ჩაიწერა შემდეგი ფორმულირება ” არის შემთხვევები.”

 

კანონმა, რომელიც მსგავსს შემთხვევებს აწსებს, უნდა დაადგინოს ზუსტი კრიტერიუმები და ამ კანონის აღმასრულებელ პირსა და უწყებას არ უნდა მიანიჭოს განუსაზღვრელი დისკრეცია, ამდენად,  ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არ უნდა ხდებოდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლების უფლების დარღვევა.

 

კომიტეტი იზიარებს ამ მოსაზრებას და შს სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს:

 

“საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.”

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC) აცხადებს, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან ხშირად გაისმის უკმაყოფილება ხელისუფლების მიერ მათი გადაადგილების თავისუფლების თვითნებურად შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით.

 

ერთ–ერთი ასეთი პირია საიხან მუზაევი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ის  სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებდა. ამისთვის, მან მიიღო შესაბამისი ვიზა, გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო თანხა, თუმცა 2014 წლის 13 იანვარს შს სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს. საია ამტკიცებს, რომ მას ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტების გარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მუზაევი ქვეყნის დატოვებას თორმეტჯერ შეეცადა, თუმცა არ გაუშვეს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *