-ქალბატონო ნინო, კლინიკა“მედსი“ მრავალპროფილური  სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ყველა დარგის სპეციალისტი გყავთ, თუმცა ფასდაკლების აქციები მხოლოდ გარკვეულ  დაავადებებზე გაქვთ. რა კრიტერიუმით მოხდა მათი შერჩევა?


-კლინიკა ,,მედსი“ არის მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა,რომელსაც აქვს ამბულატორიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება,კლინიკა არის საქართველოში საოჯახო მედიცინის ფუძემდებელი,სადაც წლების განმავლობაში ხდებოდა ზოგადი პრაქტიკის ექიმების ოჯახის ექიმებად გადამზადება,ამ პერიოდში კლინიკაში ჩამოყალიბდა ოჯახის ექიმის საუკეთესო ტრადიციები, კლინიკაში სამკურნალო პროცესი დაფუძნებულია თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე, ასევე შექმნილია შიდა პროტოკოლები. დაავადებათა მართვა და პრევენცია ოჯახის ექიმის ძირითადი მოვალეობაა.


კლინიკის ადმინისტრაციამ შეადგინა სამედიცინო მომსახურების პაკეტები, რომლებიც დაფუძნებულია თანამედროვე გაიდლაინებზე და ინდივიდუალურია თითოეული ბენეფიციარისთვის.  ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს ფასდაკლება რათა მომხმარებელმა/ ბენეფიციარმა შეძლოს წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს ის გამოკვლევები რომლების აუცილებელია იმ დაავადების სწორად მართვისთვის რა დიაგნოზითაც ის იმყოფება აღრიცხვაზე კლინიკაში. ქრონიკული დაავადებები რომლითაც მოგვამართავს მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ასახული სამედიცინო მომსახურების პაკეტების შედგენის დროს, ეს არის არტერიული ჰიპერტენზია,გულის იშემიური დაავადება,შაქრიანი დიაბეტი,სქოლიოზი ბავშვთა და მოზარდთა ასაკში,ნევროლოგიური პრობლემები,სკოლის ასაკის ბავშვების კვლევა წინასასკოლო პერიოდში.

 

-კონკრეტულად რომელი კონსულტაციები შედის თითოეულ მათგანში?


-თითოეულ სამედიცინო მომსახურების პაკეტში ასახულია ის სამედიცნო მომსახურება რაც აუცილებელია ამ დაავადების სწორად მართვისთვის და შემდგომი გართულებების თავიდან აცილებისთვის,ვინაიდან ძირითადად არის ქრონიკული დაავადებები ყველა შემთხვევაში აქცენტირებულია ოფთალმოლოგიური კვლევები, ნებისმიერი ქრონიკული დაავადება გარკვეულ ასახვას პოვებს მხედველობის პათოლოგიებში და ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას,ხოლო ბავშვებში მხედველობის პრობლემის დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია შემდგომი მკურნალობის გეგმის შედგენისთვის რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი.

 

-შეგიძლიათ გვითხრათ სხვაობა საწყის ფასებსა და აქციის ფასებს შორის?


-ფასთა სხვაობა საკმაოდ შთამბეჭდავია იმ ბენეფიციარებისთვის ვინც ჩვენთან იღებს სამედიცინო მომსახურებას, ან ეხლა მიიღებს გადაწყვეტილებას რომ გახდეს ჩვენი ბენეფიციარი, სამედიცინო მომსახურების პაკეტის ღირებულების(თითოეულ პაკეტში შედის ოთხი ექიმ სპეცილისტის კონსულტაცია და ლაბორატორიულ ინსტრუმენტული კვლევები:ულტრასონოგრაფიული კვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, გლიკოჰემოგლობინი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები, ღვიძლის ფუნქციები, თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა)  თითქმის მეოთხედია ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა.

 

-რა განსხვავებაა ასაკობრივ და საბაზისო პაკეტებს შორის?


-სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით ბენეფიციარის ასაკის გათვალისწინებით ხდება მათი მიკუთვნება სხვადასხვა ჯგუფებზე,ესენია: 1. ასაკობრივი ჯგუფები (0 დან 5წლამდე ბავშვები,სტუდენტები,შშმპ პირები,საპენსიო ასაკის მოსახლეობა) 2. მიზნობრივი ჯგუფი (სოციალურად დაუცველი მოსახლეობა,პედაგოგები,მსახიობები) 3. ვეტერანის პაკეტი (ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეები) 4. მინიმალური პაკეტი (მოქალაქეები რომელთაც 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ჻ონდათ კერძო დაზღვევა და სახელმწიფო პროგრამაში ერთვებიან მინიმალური მოცულობით) 4. საბაზისო პაკეტი (მოსახლეობა რომელის არ განეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს) შესაბამისად სხვადასხვა ჯგუფებს სახელმწიფო პროგრამით ეფარებათ სხვადასხვა მოცულობის სამედიცინო მომსახურება,მაგალითად თუკი ასაკობრივი ჯგუფისთვის ყველა ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია უფასოა საბაზისო ჯგუფისთვის მხოლოდ 7 ექიმ სპეციალისტის კონსულტაციაა პროგრამით გათვალისწინებული 30% თანაგადახდით (კარდიოლოგი, ლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ნევროპათოლოგი და ენდოკრინოლოგი), ასევე დიფერენცირებულია ულტრასონოგრაფიული კვლევები ასაკობრივ ჯგუფს სახელმწიფო სადაზრვევო პროგრამა უფარავს ყველა სისტემის ულტრასონოგრაფიულ კვლევას,ხოლო საბაზისო პაკეტი ითვალისწინებს მხოლოდ მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი,ელენთა,პანკრეასი,ნაღვლის ბუშტი) გამოკვლევას 30 % თანაგადახდით.

 

-დაზღვევის გარეშე რას გულისხმობს?


-.ჩვენს მიერ შემუშავებულ ფასდაკლების პაკეტებში შემუშავებულია სამედიცინო მომსახურება იმ ბენეფიციარებისთვის რომლებიც არ არიან სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე,ჩართული არიან პროგრამაში მინიმალური მოცულობით ან აქვთ სურვილი მხოლოდ  ერთჯერადად ისარგებლონ კლინიკაში არსებული ფასდაკლების სისტემით.

 

-კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებსაც ხომ შეუძლიათ თქვენთან სამედიცინო მომსახურების მიღება?

-რათქმაუნდა კორპორატიული დაზღვევის მქონე ბენეფიციარებს შეუძლიათ მოგვმართონ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღონ სამედიცინო მომსახურება, თუკი ისინი მოგვმარტავენ ოჯახის ექიმის მიმარტვით გაუწევთ სამედიცინო მომსახურებას,ან ის კონსულტირებული იქნება კლინიკის ოჯახის ექიმის და ექიმ სპეციალისტების მიერ,ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებუს ფასდაკლების პაკეტებით.


-ფასდაკლების აქცია რა პერიოდს მოიცავს?


-ფასდაკლებების აღნიშნული სისტემა გაგრძელდება 15 სექტემბრამდე, თუმცა ადმინისტრაცია ითვალისწინებს ბენეფიციარების სამედიცინო პრობლემებს, რომელიც შეიძლება სეზონურ ავადობასთან იყოს (გინეკოლოგიური პრობლემები,დერმატოლოგიური პრობლემები) დაკავშირებული, ამიტომ შემდგომ პერიოდში იქნება ფასდაკლებები სრულიად სხვა მიმართულებით,  მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის აქტუალურ სხვა პრობლემაზე


-რას ურჩევთ პაციენტებს მსგავსი დაავადებების პრევენციისთვის?


-პრევენციისთვის აუცილებელია პერიოდული ვიზიტი ოჯახის ექიმთან, ექიმის რჩევების გათვალისწინება, სკრინინგული კვლევების ჩატარება და დაავადების საწყის ეყაპზე გამოვლენა, ხოლო უკვე არსებული დაავადების დროს მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გართულებები

ბავშვებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული კვლევა ( პედიატრის, ბავშვთა ნევროპათოლოგის, ბავშვთა ოფთალმოლოგის ორთოპედის, რეაბილიტოლოგის კონსულტაცია, პერიმეტრია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ჭიის კვერცხებზე კვლევა) საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:

-ასაკობრივი პაკეტი 177 ლარის ნაცვლად 34 ლარი

-საბაზისო პაკეტი 177 ლარის ნაცვლად 58 ლარი

-დაზღვევის გარეშე – 305 ლარის ნაცვლად 125 ლარი

 

დიაბეტის სრული კვლევა (ოჯახის ექიმის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროპათოლოგის კონსულტაც იები. ტონომეტრია, სისხლის საერთო ანაზლისი, კრეატინინი, ლიპიდური ცვლა, ღვიძლის ფუნქციები, გლიკოჰემოგლობინი, მუცლის ღრუს ექოსკოპია, პროთრომბინი/INR, TSH,FT4)
საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:


-ასაკობრივი პაკეტი 332 ლარის ნაცვლად 94 ლარი
-საბაზისო პაკეტი 332 ლარის ნაცვლად 97
-დაზღვევის გარეშე – 332 ლარის ნაცვლად 23


გააზიარეთ, გადაეცით ყველა თქვენს ახლობლებს, მკურნალობა ასე ხელმისაწვდომი სხვაგან არსადაა!!!!!!!!!!!
ნევროლოგიური პათოლოგიების სრული კვლევა (ოჯახის ექიმის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის,რეაბილიტოლოგის კონსულტაციები, ტონომეტრია, რენტგენოლოგიური კვლევა სისხლის საერთო ანალიზი, ლიპიდური ცვლა, ექოკარდიოგრამა).


საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
-ასაკობრივი პაკეტი 222 ლარის ნაცვლად 24 ლარი
– საბაზისო პაკეტი 222 ლარის ნაცვლად 70 ლარი
– დაზღვევის გარეშე – 222 ლარის ნაცვლად 175 ლარი

კარდიოლოგიური პათოლოგიების სრული კვლევა ( ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციები, ექოკარდიოგრამა, ტონომეტრია, სისხლის საერთო ანალიზი, კრეატინინი, ლიპიდური ცვლა, ღვიძლის ფუნქციები, კოაგულოგრამა, კარდიოექოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია)
საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:


-ასაკობრივი პაკეტი 305 ლარის ნაცვლად 84 ლარი
-საბაზისო პაკეტი 305 ლარის ნაცვლად 110 ლარი
-დაზღვევის გარეშე – 305 ლარის ნაცვლად 190 ლარი

კლინიკა “მედსი“  – შენი ჯანმრთელობის საიმედო კერა  მისამართი : ქიაჩელის 18,  ტელ: 2 14 57 57

რუსთავის გზატკეცილი 19/4; ტელეფონი: 2 18-15 40 მობილური 568 315 353

კლინიკა მედსი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *