ახალი ამბები

GWP წყლის შესაძლო დაბინძურებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

31 იანვარი, 2019 • 2428
GWP წყლის შესაძლო დაბინძურებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გუშინ, 30 იანვარს Facebook-ში გავრცელევულ ინფორმაციას წყლის შესაძლო დაბინძურების შესახებ უარყოფს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 30 იანვარს, დღის განმავლობაში, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

“კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს”, – წერია განცხადებაში.

გუშინ, დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სასმელ წყალს კანალიზაცია შეერია და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, წყალი არ დაელიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი