საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დილიმაშვილი ამ თანამდებობის დაკავებამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო.
დილიმაშვილმა ამ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა. თავად კუპატაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს 2017 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა, საქმიანობას სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში, დირექტორის მოადგილედ გააგრძელებს.