აფხაზეთის უშიშროების დე ფაქტო სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად გალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს “საზღვრის კვეთის ბრალდებით”.
მათი ცნობით, დაკავებულები არიან 40 წლის მ.კ. და 33 წლის გ.გ. სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ისინი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.