NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში (სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი და სამინისტროები) მეტ-ნაკლებად გავრცელებულია.
გამოკითხულთა 21%-ის აზრით, საქართველოში კორუფცია საერთოდ არ არის გავრცელებული; 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გავრცელებულია, ხოლო 34%-ს შუალედური პოზიცია აქვს და მიიჩნევს, რომ კორუფცია მეტ-ნაკლებად გავრცელებულია.
მოქალაქეები ყველა უწყებაში კორუფციის მთავარ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებენ. მაგალითად, იმ მოქალაქეების 63%, ვინც მიიჩნევს, რომ სამინისტროებში კორუფცია გავრცელებულია, ამბობს, რომ კორუფცია სწორედ ნეპოტიზმს გულისხმობს; 34%-ის აზროთ, სამინისტროებში გავრცელებულია კორუფცია ქრთამის აღებას ან მოთხოვნის სახით; 28% მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვა ხდება. 10% ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს; 7-7% ასახელებს ოფიციალური ინფორმაციისა და ანგარიშების გაყალბებასა და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო კანდიდატის ინტერესების გატარებას.
საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებს.
მაღალი დონის კორუფია და დემოკრატიის რყევა – საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში