აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ უმცირესობის წევრმა ზურა ჯაფარიძემ მინისტრს ვიდეოჩანაწერი აჩვენა, სადაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობას მინიმუმ 220 ლარიან პენსიას ჰპირდება. ვიდეოს ნახვის შემდეგ ხადურმა განაცხადა, რომ დღეს საარსებო მინიმუმი 150 ლარით არის განსაზღვრული.

  

 

“ვერ მივიღეთ პასუხები, თუ რატომ გაირღვა ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში, თუ რატომ მოხდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ 3 მილიარდი ლარი დაკარგა, რატომ მოუხდა საქართველოს  ვალების აღება. ძალიან ბევრი შეკითხვები გვქონდა, ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა, მაგრამ მათი პასუხი იყო, ხომ შესრულდა მათი დაპირებები და რომ ყველაფერი კარგად არის, რაც ტყულია,” – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

 

თავის მხრივ ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მისი პასუხები არგუმენტირებული იყო:

 

“ჩემი მხრიდან ყველა კითხვაზე იყო არგუმენტირებული პასუხი, იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გასულ წელს ბიუჯეტში არსებული პრობლემების მიუხედავად ჩვენ გავზარდეთ პენსიები, გავზარდეთ დახმარებები, პირველად საქართველოს ისტორიაში მშობიარობა გახდა უფასო, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადავიდა საზოგადეობა, გასული წლის განამვლობაში ყველა მოსწავლემ მიიღო სახელმძღვანელო, ჩვიდმეტ ფაკულტეტზე გახდა სწავლა უფასო, ეს ყველაფერი არის ის, რაზეც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ თვალი დახუჭონ”, – განაცხადა ხადურმა.

 

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *