მინისტრის განმარტებით, გაზრდილია თანამდებობრივი სარგოს ოდენობები:

 

“პრემიები არის 11 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2012 წელს, დანამატი არის 38 მილიონი ლარით შემცირებული, ხოლო თანამდებობრივი სარგოები გაზრდილია: თავდაცვის სამინისტროში – 45 მილიონი ლარით, შს სამინისტროში -26 მილიონი ლარით, სასამართლო სისტემაში – 17 მილიონი ლარით, პროკურატურაში- 4,7 მილიონი ლარით.  სულ მინისტრის ანაზღაურება წელიწადში არის 60 ათასი ლარი. “

 

ხადური მიიჩნევს, რომ პრემიების საკითხი მოსაგვარებელია:

 

“პრემიების თემა არის მოსაწესრიგებელი. საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურება უნდა იყოს კონკურენტული კერძო სექტორთან, რომ არ მოხდეს კადრების გადინება. შრომის ანაზღაურება უნდა გაიზარდოს და უნდა იყოს ადეკვატური, არ შეიძლება ერთი და იგივე კვალიფიკაციის შრომა სხვადასხვა სტრუქტურაში ანაზღაურდებოდეს სხვადასხვანაირად, მათ შორის კერძო სექტორში. “

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *