ნოდარ ხადურის თქმით, მას ყველა შენიშვნაზე არგუმენტირებული პასუხი აქვს. გარდა ამისა, ხადურის თქმით, 2013 წელს არსებული პრობლემების ფონზე ხელისუფლებამ ბევრი პროექტი განახორციელა:

 

“მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელ ბიუჯეტს ჰქონდა  პრობლემები, შარშან ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, გავზარდეთ პენსიები, გავზარდეთ სოციალური დახმარებები, გავზარდეთ დახმარებები ლტოლვილთათვის, დავაგეთ უფრო მეტი გზა, ვიდრე ოდესმე დაგებულა საქართველოში და ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მეტად დაფინანსდა, ვიდრე ოდესმე დაფინანსებულა. გადავედით საყოველთაო ჯანდაცვაზე, განათლებაში ყველა ბავშვმა მიიღო სახელმძღვანელო, უმაღლეს სასწავლებლებში შემოვიღეთ უფასო ფაკულტეტები. ეს ისაა, რაც სიზმარშიც არ უნახავს “ნაციონალურ მოძრაობას”, მათი “ბრჭყალებში შესრულებული ბიუჯეტის დროს.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის და ნოდარ ხადურის შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობის და ნოდარ ხადურის შეხვედრა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *