ზურაბ ტყემალაძის თქმით, მთავრობას პარლამენტმა ნდობა დიდი ხნის წინ გამოუცხადა და ეს ნდობა ახლაც ძალაშია:

 

“ეს ნდობა ახლაც არსებობს და იმედია, კიდევ დიდი ხანი იარსებებს. კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ, ნდობა გამოვუცხადოთ იმათ, ვინც ახლა ინიშნებიან თანამდებობაზე,”– ამბობს ტყემალაძე.

 

21 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვა, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. თანამდებობა დატოვეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ, გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ. მათ შემცვლელებს ღარიბაშვილი დღეს დაასახელებს.

 

იურისტები თანხმდებიან, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვანი არ არის და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, თუმცა მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ შეიქმნა კაზუსური სიტუაცია, კონსტიტუციის ძველი და ახალი რედაქციის შემქმნელები ერთმანეთისკენ იშვერენ თითს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *