ახალი ამბები

“სრულიად მიუღებელია, საზოგადოება წინ უნდა აღვუდგეთ” – ცქიტიშვილი კადრების გავრცელებაზე

29 იანვარი, 2019 • 998
“სრულიად მიუღებელია, საზოგადოება წინ უნდა აღვუდგეთ” – ცქიტიშვილი კადრების გავრცელებაზე

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეხმაურება ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის შესაძლო გავრცელებას და ამბობს, რომ პირადი ცხოვრებით მანიპულირებას “მთელი საზოგადოება უნდა აღვუდგეთ წინ”.

“ეს არის მიუღებელი ყველა სტანდარტით. ჩვენ ეს დრო დავასრულეთ. გამოძიება გუშინვე დაიწყო… ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ძალოვანი ორგანოები სრულ ძალისხმევას ჩადებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, “ეს არის სრულიად მიუღებელი, ამას ალბათ ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება უნდა აღვუდგეთ წინ”.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, კადრების გავრცელება დაკავშირებული იყოს “ქართული ოცნების” წევრებთან ბესელიას ბოლო დაპირისპებასთან, ცქიტიშვილი პასუხობს:

“პირველ რიგში, არ გავაკეთებდი ასეთ შეფასებას, რომ ეს არის “დაპირისპირება ბესელიასა და გუნდის წევრებს შორის”. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ყოველთვის არის საკითხები, რომელზეც შესაძლოა განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს გუნდის შიგნით. მაგრამ ამასთან ერთად ვნახეთ, რომ უშუალოდ გუნდში ორი დღის განმავლობაში ძალიან ხანგრძლივი მუშაობა მიმდინარეობდა ოცნების შიგნით, რაც ჩვენს გუნდს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს უთანხმოება, აზრთა სხვადასხვაობა შევაჯეროთ, ერთმანეთთან გვქონდეს დისკუსია.

ასე რომ, ის ურთიერთობები, რაც გუნდში არსებობს, ურთიერთობის სტილი, სტანდარტები კატეგორიულად გამორიცხავს გუნდის წევრებს შორის ასეთი მეთოდებით ოპონენტებთან საუბარს

მასალების გადაბეჭდვის წესი