თბილისში ავარიას ველოსიპედით მოსიარულე ემსხვერპლა

დღეს, 28 იანვარს, დიდი დიღმის გადასახვევთან ავარიას ველოსიპედით მიმავალი მოქალაქე ემსხვერპლა. ავტომობილთან შეჯახების შედეგად 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსთავი 2-ის ინფომაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.