ახალი ამბები

შსს: საჯარო პირის პირადი ცხოვრების კადრების შესაძლო გავრცელებას შევისწავლით

28 იანვარი, 2019 • 1494
შსს: საჯარო პირის პირადი ცხოვრების კადრების შესაძლო გავრცელებას შევისწავლით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო პირის პირადი ცხოვრების კადრების შესაძლო გავრცელებას ეხებოდა, სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, კანონით დადგენილ ფარგლებში შსს მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.

საჯარო პირების პირადი ცხოვრების  ამსახველი კადრები 2016 წელსაც ვრცელდებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანი კი აცხადებდა, რომ მსგავსი კადრების გავრცელებით მათაც აშანტაჟებდნენ.

ყველაზე მასალა ამ თემაზე:

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება

მასალების გადაბეჭდვის წესი