ახალი ამბები

მოქალაქეთა აზრით, ნაცნობობა კარგი სამსახურის შოვნის მთავარი პირობაა – NDI

28 იანვარი, 2019 • 1226
მოქალაქეთა აზრით, ნაცნობობა კარგი სამსახურის შოვნის მთავარი პირობაა – NDI

საქართველოში კარგი სამსახურის შოვნის ყველაზე მნიშვნელოვან პირობად მოქალაქეთა 37%-ს ნაცნობობა მიაჩნია. ამის შესახებ NDI-ს ბოლო კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, “ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად”, შედეგები ასე ნაწილდება:

  • ნაცნონობა – 37%
  • პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილება – 23%
  • უცხოეთში მიღებული გამოცდილება – 9%
  • ნიჭი – 8%
  • შრომისმოყვარეობა – 7%
  • გამართლება – 6%
  • საქართველოში მიღებული განათლება – 5%
  • საჭირო ხალხის პატივისცემა – 3%
  • არ ვიცი – 1%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი