ახალი ამბები

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ქუთაისის მერიამ პრემიებზე ინფორმაცია არ მოგვაწოდა

21 ივლისი, 2014 • • 1375
საერთაშორისო გამჭვირვალობა: ქუთაისის მერიამ პრემიებზე ინფორმაცია არ მოგვაწოდა

წარმოდგენილი კვლევა 2014 წლის 1 იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება. ხოლო იმერეთის შემთხვევაში, მარტის ჩათვლით გაცემულ პრემიებს.

 

ორგანიზაციის იურისტი თეონა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ქუთაისის მერიამ ქსეროასლებისთვის 3,15 ლარის ოდენობის მოსაკრებლის გადაუხდელობის მიზეზით ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიაწოდა, რასაც ზაქარეიშვილი არ ეთანხმება:

 

“რამდენიმე მუნიციპალიტეტმა და მათ შორის ქუთაისის მერიამ არ მოგვაწოდა პრემიების შესახებ ინფორმაცია. მათი წარმომადგენლსი თქმით, არ მოგვაწოდეს, რადგან ჩვენ არ გადავიხადეთ ქსეროასლების მოსაკრებელი 3,15 ლარი, თუმცა არაა სწორი, რადგან ჩვენ ორ ეტაპად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, პირველი ნაწილი უნდა მიგვეღო მარტის ბოლოს, ხოლო მეორე- მაისის ბოლოს. ჩვენ ძალიან ბევრ ინფორმაციას ვითხოვთ და მათი წერილი შეეხება სულ სხვა ინფორმაციას. როდესაც მოგვდის ხოლმე ასეთი წერილები მოსაკრებლის შესახებ, მეორე დღეს ვრიცხავთ თანხას და მოგვაქვს ხოლმე ინფორმაცია. შესაბამისად, მათი ეს არგუმენტი ჩვენთვის არ არის მისაღები, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ მიგვიღია ასეთი წერილი და გარდა ამისა, ყველა წერილის ქვეშ მითითებული გვაქვს ელექტრონული ფოსტის მისამართი და მათ შეეძლოთ ელექტრონული ვერსია გადმოეგზავნათ.”

 

ზაქარეიშვილის თქმით, ქუთაისის მერიის გარდა პრემიების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას  ხონის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა და საკრებულომ არ მიაწოდა. 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2014 წლის სამ თვეში 18 560 ლარი იქნა გაცემული.  რაც შეეხება ხონის საკრებულოს, ზაქარეისილის განმარტებით, მათ მოწოდებულ მონაცემებში ხელფასის და პრემიის ოდენობა გამოყოფილი არ არის, ჯამში, საუბარია 109 680 ლარზე.

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამგეობის თანამშრომლებზე პრემია არ გაცემულა, თუმცა ხელფასის ასახული მონაცემები აღემატება საქართვეოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს #726 ბრძანებით შესაბამისი თანამდებობებისათვის განსაზღვრული სარგოების მაქსიმალურ ოდენობას:

 

“ჩნდება ეჭვის საფუძველი, რომ ინფორმაცია არაზუსტადაა მოწოდებული,”- ამბობს ზაქარეიშვილი.

 

ქუთაისის საკრებულოში დაახლობით 70 თანამშრომელზე 97 850 ლარის პრემიაა გაცემული, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა პრემიის სახით იანვარში 2 700 ლარი აიღო. 

 

კვლევის თანახმად, 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში პრემიის სახით, ჯამში, 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია გაიცა ქალაქ ფოთში, 346 თანამშრომელზე – 564 106 ლარი. ხოლო ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ კვლევის პერიოდში პრემია სამჯერ აიღეს, ჯამში, თანაბრად 7950/7950 ლარი. 

 

გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის პირველ 5 თვეში პრემიის სახით, ჯამში, 580 ათას ლარზე მეტი გაიცა. ყველაზე მეტი მოცულობით პრემია გაიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 205 თანამშრომელზე- 262 875 ლარი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემია არ აუღიათ, ხოლო ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილმა 5300/5300 ლარის პრემია აიღეს. 

 

აჭარის თვითმმართველობებში, კერძოდ – ხულოს, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გამგეობასა და ბათუმის მერიაში საკვლევ პერიოდში პრემიის სახით გაიცა 1 861 197 ლარი, ამათგან ყველაზე დიდი ოდენობით პრემია, 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო ბათუმის 471-მა თანამშრომელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიაში პრემია ხუთივე თვეს იქნა გაცემული. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა  2014 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით 5535 ლარი მიიღო, ხოლო მისა წინამორბედმა ჯემალ ანანიძემ- 2014 წლის იანვარში 2250 ლარი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი