ახალი ამბები

საქართველოში EU-სა და NATO-ში გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა – NDI-ს კვლევა

28 იანვარი, 2019 • 3039
საქართველოში EU-სა და NATO-ში გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა – NDI-ს კვლევა

NDI-ს უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა თემაზე საქართველოს მოსახლეობის განწყობებს ასახავს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა.

როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს, ნატოში გაწევრიების მომხრე კი გამოკითხულთა 78 პროცენტია. გასული წლის აგვისტოში ევროკვაშირში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 81% იყო, ხოლო ნატოში – 75%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი