ეს პრობლემა განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ იჩენს თავს და ამბობენ, კავკასიელ მამაკაცებში უფრო დიდია ამ დაავადების ალბათობაო. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ კლინიკა „მედსი“-ს უროლოგს, თეა მირიანაშვილს
-ქალბატონო თეა, რა არის შარდკენჭოვანი დაავადება?
-შარდკენჭოვანი დაავადება თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც გვხვდება ყველა ასაკში. შარდკენჭოვანი დაავადებების ძირითადი მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც უხსნადი მარილების წარმოშობა მოსდევს.
– სავარაუდო კენჭის არსებობას ალბათ შემდგომი კვლევები ადასტურებს
– ყველა კენჭი ჩანს ექოსკოპიის მეშვეობით, რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს კი ყველა, გარდა ურატებისა. არის შემთხვევები, როცა ადამიანს აქვს კენჭოვანი დაავადებებისადმი თანდაყოლილი განწყობა, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე დაავადება არ ვითარდება.
– რა შეიძლება იყოს ხელშემწყობი ფაქტორი?
– კლიმატი, გეოგრაფიული მდებარეობა, ულტრაიისფერი სხივებისა და საკვებში ვიტამინების ნაკლებობაც კი ქვების წარმოქმნას უწყობს ხელს. კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება, თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა დაავადებები. შარდ-კენჭოვანი დაავადებების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტის ზომაზე, ფორმებზე, რაოდენაობასა და ლოკალიზაციაზე.
– რა ძირითადი სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ეს დაავადება?
-ძირითად სიმპტომად მიიჩნევა ტკივილი და შარდში სისხლის მინარევების არსებობა.საერთოდ, კენჭოვანი დაავადებები იშვიათად მიმდინარეობს გართულებების გარეშე.
-ყველაზე საშიშ გართულებად რა ითვლება?
-ყველაზე საშიშ გართულებად თირკმლის უკმარისობა ითვლება. თირკმელებში ქვების ხანგრძლივი არსებობით გამოწვეული ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების შედეგად წარმოიშობა თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება). შარდ-კენჭოვანი დაავადების კიდევ ერთი სიმპტომი – მოშარდვის მკვეთრი, უმიზეზო მოთხოვნა – თავს იჩენს სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, რყევის დროს. შარდვისას შეინიშნება ერთგვარი ჩავარდნის სიმპტომი, მოულოდნელად შარდის ნაკადი წყდება, თუმცა ავადმყოფი გრძნობს, რომ შარდის ბუშტი ბოლომდე არაა დაცლილი და შარდვის პროცესი მხოლოდ სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ ახლდება. მძიმე შემთხვევაში, როცა ქვა მეტისმეტად დიდია, ავადმყოფს შარდვა მხოლოდ წოლისას შეუძლია. შარდ-კენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია საშარდე სისტემის ორგანოებში ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების გამოსავლენად აუცილებელია ავადმყოფობის სრულყოფილი გამოკვლევა ქვების ლოკალიზაციის, რაოდენობისა და ზომების გარკვევის მიზნით. ასევე, გართულებისა და თანმდევი დაავადების დასადგენად, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევას.
-რა არის კვლევის ძირითადი მეთოდი?
-დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებად მიიჩნევა სისხლისა და შარდის კომპლექსური გამოკვლევა. სხივის მეთოდები, ექოსკოპია, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და თირკმელების ფუნქციის გამოკვლევა.
-ეფექტური მკურნალობის გზები თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ?
-ურატული წარმოშობის კენჭებზე არსებობს მედიკამენტები მათ დასაშლელად. შარდსაწვეთის კენჭის გამოძევება თუ ვერ ხერხდება, კეთდება ექტრაკორპორალური ლიტოტრიფსია.(გარედან ტალღების დარტყმა კენჭზე)ან ურეთერორენოსკოპია და კენჭის დაშლა ლაზერის სხივით უშუალოდ შარდსაწვეთში. თირკმლის კენჭის დროს ვიყენებთ ექსტრაკორპორალურ ლიტოტრიფსიას, ან პერკუტანულ ნეფროლითოლაპაქსიას (სპეციალური ენდოსკოპიური ოპერაცია განაკვეთების გარეშე, რომლის დროსაც ხდება კენჭის დაშლა თირკმელში).სხვაგვარი კენჭები, მაგალითად მარჯნისებური, როგორც წესი, საჭიროებს ღია ოპერაციულ ჩარევას. თუმცა კენჭის დიდი ზომისა და ფიალებში განვრცობის გამო შესაძლებელია ფრაგმენტის არასრული ამოღება თირკმლიდან. შემდგომში ხდება მათი დაშლა ექსტრაკორპორალური ლიტოტრიფსიით.
-რამდენად დიდია პაციენტთა მომართვიანობა მსგავსი პრობლემებით?
-ძალიან ბევრი პაციენტი გვაკითხავს, განსაკუთრებით ასაკში მყოფი ბენეფიციარები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც გახშირდა მსგავსი პათოლოგიები. ზოგჯერ მდგომარეობა უკვე გართულებულია, ზოგჯერ საწყისი ეტაპია და მკურნალობის ეტაპიც უფრო ხანმოკლეა. დროულად უნა აღმოჩენა დაავადებას, რომ შედეგი სავალალო და ძნელად მოგვარებადი არ იყოს.
საკონტაქტო ინფორმაცია
https://www.facebook.com/pages/Medsi/160894063987064?ref=hl
ქიაჩელის 18, 2 14 57 57 რუსთავის გზატკეცილი 19/4;
ტელეფონი: 2 18-15 40 მობილური 568 315 353
კლინიკა „მედსი“ -ს გრანდიოზული ფასდაკლება სამედიცინო მომსახურებებზე:
დიაბეტის სრული კვლევა (ოჯახის ექიმის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროპათოლოგის კონსულტაც იები. ტონომეტრია, სისხლის საერთო ანაზლისი, კრეატინინი, ლიპიდური ცვლა, ღვიძლის ფუნქციები, გლიკოჰემოგლობინი, მუცლის ღრუს ექოსკოპია, პროთრომბინი/INR, TSH,FT4)
საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
ასაკობრივი პაკეტი 332 ლარის ნაცვლად 94 ლარი
საბაზისო პაკეტი 332 ლარის ნაცვლად 97
დაზღვევის გარეშე – 332 ლარის ნაცვლად 232
ნევროლოგიური პათოლოგიების სრული კვლევა (ოჯახის ექიმის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის,რეაბილიტოლოგის კონსულტაციები, ტონომეტრია, რენტგენოლოგიური კვლევა სისხლის საერთო ანალიზი, ლიპიდური ცვლა, ექოკარდიოგრამა).
საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
ასაკობრივი პაკეტი 222 ლარის ნაცვლად 24 ლარი
საბაზისო პაკეტი 222 ლარის ნაცვლად 70 ლარი
დაზღვევის გარეშე – 222 ლარის ნაცვლად 175 ლარი
კარდიოლოგიური პათოლოგიების სრული კვლევა ( ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციები, ექოკარდიოგრამა, ტონომეტრია, სისხლის საერთო ანალიზი, კრეატინინი, ლიპიდური ცვლა, ღვიძლის ფუნქციები, კოაგულოგრამა, კარდიოექოსკოპია, მუცკლის ღრუს ექოსკოპია)
საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
ასაკობრივი პაკეტი 305 ლარის ნაცვლად 84 ლარი
საბაზისო პაკეტი 305 ლარის ნაცვლად 110 ლარი
დაზღვევის გარეშე – 305 ლარის ნაცვლად 190 ლარი
ბავშვებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული კვლევა ( პედიატრის, ბავშვთა ნევროპათოლოგის, ბავშვთა ოფთალმოლოგის ორთოპედის, რეაბილიტოლოგის კონსულტაცია, პერიმეტრია,სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ჭიის კვერცხებზე კვლევა)
საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში:
ასაკობრივი პაკეტი 177 ლარის ნაცვლად 34 ლარი
საბაზისო პაკეტი 177 ლარის ნაცვლად 58 ლარი
დაზღვევის გარეშე – 305 ლარის ნაცვლად 125 ლარი

