ახალი ამბები

“დაუთმე, შენი ცხოვრების 67 წუთი სხვა ადამიანებს” – როგორ აღნიშნეს მანდელას დღე (ფოტო)

18 ივლისი, 2014 • • 2062
“დაუთმე, შენი ცხოვრების 67 წუთი სხვა ადამიანებს” – როგორ აღნიშნეს მანდელას დღე (ფოტო)

 სამხრეთ აფრიკელი ბავში უსმენს ნობელის პრემიის ლაურეატ არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუს, რომელიც კეიპტაუნში მანდელაზე საუბრობს © EPA/NIC BOTHMA

სამხრეთ აფრიკელი ბავშვები მღერიან ერთ-ერთი კათოლიკური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც მანდელას დღეს ეძღვნება კეიპტაუნში © EPA/NIC BOTHMA

დესმონდ ტუტუ ბავშვებთან შესახვედრად მიდი © EPA/NIC BOTHMA

დესმონდ ტუტუ ბავშვებს ნელსონ მანდელას ისტორიას უყვება EPA/NIC BOTHMA

სამხრეთ აფრიკელი ბავშვი მანდელას დღისთვის მოწყობილ სპეციალურ პროგრამაში მონაიწლეობს © EPA/NIC BOTHMA

კეიპტაუნი მანდელას დღეზე მოქალაქეებს უფასო საჭმლით გაუმასპინძლდნენ © EPA/NIC BOTHMA

ბავშვები თამაშობენ ველოსიპედით მანდელას დღეზე ორგანიზებულ ღონისძიებაზე ©EPA/NIC BOTHMA

იოჰანესბურგი, ისრაელის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ღაზას სექტორში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, ერთ-ერთ დემონსტრანტს ნელსონ მანდელას ციტატით და სურათით გაფორმებული პლაკატი უჭირავს ხელში ©EPA/IHSAAN HAFFEJEE

ნელსო მანდელა 2013 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა © EPA/JON HRUSA

მანდელამ პოლიტიკური მოღვაწეობის და სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის უფლებათა დაცვის გამო  ციხეში 27 წელიწადი გაატარა.

სამხრეთ აფრიკის მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი ქვეყნები, გმობდნენ  აფრიკის ნაციონალური კონგრესის ქმედებებს, რომლის ლიდერიც ნელსონ მანდელა გახლდათ,  და მათ მოიხსენიებდნენ როგორც კომუნისტებსა და ტერორისტებს.

მანდელა გახდა ანტიაპარტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო, როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი, მისი პოლიტიკა ზომიერი გახდა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.

მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მანდიბა, წოდება, რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი