“მე მიხარია, რომ ვარ პარლამენტში, სადაც ვხედავ ასეთ ერთსულოვნებას, ესაა მთავრობა, ესაა უმრავლესობა, ესაა უმცირესობა, ყველა გაერთიანებული ვართ ერთი იდეით. მე მინდა მოგილოცოთ ეს ერთიანობა და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ გრძელი გზის წარმატებულად გავლაში და მე მინდა მივულოცო ევროპას და ევროპელებს პირველ რიგში ქართველებს, როგორც ევროპის შემადგენელ ერს, ის რომ დღეიდან ევროპა კიდევ უფრო ძლიერი, უფრო სტაბილური და კულტურულად მრავალფეროვანი იქნება, ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი სხდომაზევე მოაწერა, ხოლო სხდომა ევროკავშირის ჰიმნით დაიხურა.

