ახალი ამბებირეკლამა

თბილისში, გორგასლის #39-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

25 იანვარი, 2019 • 3108
თბილისში, გორგასლის #39-ში  ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრმა, ორთაჭალაში, გორგასლის #39-ში ახალი მაღაზია გახსნა. მაღაზია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სიმ ბარათების შეძენა, სასურველი პაკეტების გააქტიურება და სხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

ხსენებული და სხვა მომსახურების მიღება, მომხმარებლებს შეუძლიათ ბილაინის 36 მაღაზიაში  საქართველოს მასშტაბით.

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

მასალების გადაბეჭდვის წესი